დღეს სიცოცხლე შენი ჰგავს აპრილის რტოს, მაგრამ, როგორც შველი, მაინც გარბის დრო. ის დეკემბრის თვეც, დაიწყება თოვა და წაბლისფერ თმებს გაათეთრებს სულ, დასცილდება ყველა დაბერებულ სულს. ასე თბილს და კარგს, დრო არ შეიბრალებს, დრო გაატანს ქარს. შენს დარდსა და გზებს... დღეს ვიღაცის ხატო, დღეს ვიღაცის მზევ! ნუ შეასხამ ფრთებს, ჩქარა... თორემ მოდის ფოთოლცვენის თვე. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნოდარ ჯალაღონიას პოეზია |