ისეთი ვინმე რომ შემხვდებოდეს, გამიღვიძებდეს წამით იმედებს, ჩემი ცხოვრების შემოდგომამდე ერთ აპრილს მაინც წამიკიდებდეს.
მისი თვალების ჩუმი ბრძანება. გოშიასავით ატეხდეს წკავწკავს ჩემი ლომური ამპარტავნება.
არა და არა, არ დავირცხვენდი. ოღონდ მიყვარდეს, მართლა მიყვარდეს, გახელებამდის... თავდავიწყებით...
ისევ მარგუნე უცხო თრიაქი... ის ღვთაებრივი მაცდური თრობა შიში, ცახცახი და ფორიაქი... |
პოეზიის გვერდი • • • • • • შოთა ნიშნიანიძის პოეზია |