ჩვეულად აღარ იცინი, არ გაანათებ წყალ-ჭალას, თოლ რამ ჩაგიქრო, ციმციმა, ქალშავავ, ბინდის თავშალავ? - ჩამოიარა სიკვდილმა, ფერდები ჩამაათავა. ბევრი წამგვარა ტოლ-სწორი, თუ თვალშუქურა წაწალი, ის ვაჟიც, მე რომ მოვწონდი, ვზი უბე-კალთა დამწვარი. რით შერჩა, ან რაც ვიტირე, ამ თოლთ სიცოცხლის ნიშანი? არ ვიცი, ხვალ რას მიპირებს წუთისოფელი პირშავი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მზია ჩხეტიანის პოეზია |