ნაწვიმარია ისევ გზაწვრილი, ცრემლი აფრქვია ტოტმაც, ცვრიანმა, ჭირის სალამურს უკრავს ყმაწვილი, მაგრამ წიქარამ დაიგვიანა. წუხს სალამური მთელი ორი დღე, მაგრამ წიქარამ დაიგვიანა, ვაითუ, სულაც ვეღარ მოვიდეს! საით უბიძგებს ობოლს მაცილი? გზის გასაყარზე თრთიან წნორები, ცა იქუფრება ბერიკაცივით. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მზია ჩხეტიანის პოეზია |