ერთი მზე გვათბობს, ერთი პლანეტა, ერთი იმედით გვზრდიან დედები, ნუ მომიხდები სამტროდ კარებთან მიმეგობრე და მტლად დაგედები. შური და მტრობა არ გვეკადრება, ცხრა ზღვის გამოღმა მეც გავიხარებ, თუ ცხრა ზღვას იქით გაგეხარდება. ძმა ხარ, ზეცამ ინება და შენი ცრემლი ჩემსას ჩამოჰგავს, შენ ცხრა მთას იქით თუ გეტკინება, მე დავიკვნესებ ცხრა მთის გამოღმა. მე ჩემსას დავრგავ, შენსას რას უშლის, ასე ვიხაროთ მზით და სიკეთით შენ - შენს მხარეში, მე - ჩემს მამულში. მე ვარდებს გიწვდი, ქვას არ გიღერებ... და ყველა ჰანგზე უფრო ხმამაღლა დღეს სამშვიდობოს ვამბობ სიმღერებს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მზია ჩხეტიანის პოეზია |