დღე უკეთესი არასოდეს არ მინატრია. შეხედე, ზეცას რამოდენა მზე ახატია! რა ღრუბლის ქულებს მოუხატავთ, ხედავთ ტატნობი? აი, ნაცნობიც, ვის ღიმილსაც გუშინ ვნატრობდი! მოყოლილი ნატვრად ყრმობიდან? იმ ჩიტუნიამ წამოიწყო, აქ რომ მოფრინდა. მოდი, ჩამოვსხდეთ, მოვუსმინოთ... ცოტაც მოიცა და ოცნებებიც გავიხსენოთ საღამოისა. იმ ნიკორა ხარის ბღავილი, ღობეზე თეთრად გადმოშლილი ხვართქლის ყვავილი, ცისფერ ტაძარზე ამოზრდილი ლურჯი ქონგური, ტკბილი ნიავი - აწყობილი ბჟოლის ჩონგური... მოყოლილი ნატვრად ყრმობიდან სულ ამიცხადა, იმისთანა დღე გამოვიდა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მზია ჩხეტიანის პოეზია |