მოჰქონდათ ჩიტებს ოქროს ნისკარტით შენი სურვილი გზების ხმაურში, ვინ იცის, იქნებ კი არ მიყვარდი, თავს დავეძებდი იმ სიყვარულში. და ერთმანეთის ხილვით ვთვრებოდით, ვინ იცის, იქნებ კი არ გეტრფოდი, ჩემს მარტოობას ვემალებოდი! ვერ შევხსენ ზეცის ლურჯი კარები, სულის სიმშვიდის ვერსად მპოვნელი აღარც შენს გზაზე მოვეჩქარები. და მარტოობაც უღვთოდ მძიმეა, მაგრამ არა ხარ შენ დონ კიხოტი მე კი ბედშავი ვარ დულცინეა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მზია ჩხეტიანის პოეზია |