გადაბრდღვიალდა მაისით ქართლი, მოჩქეფს და მოჩქეფს ფერი ღვარებად და გაბეზრებულს სუსხიან ზამთრით, სულს აღარ უნდა სხვა ნეტარება. წამომეპარა ბინდი არმაზთან, არსად მზე ასე ნაზად არ ქრება და არ ბინდდება ასე ლამაზად. ანგელოზები მძივებს ასხმენ, მე არც მოგვი ვარ და არც შამანი, ვდგავარ და ვითვლი ოქროს ვარსკვლავებს მინდა შენს სხივებს მაღლა ამოვყვე და გადმოვხედო ტკბილად მძინარე ჩემს საქართველოს, ცისფერ სამოთხეს. როს მისი სუნთქვით ღამე ივსება, ასე ლამაზს და ასე საყვარელს, ნეტა ვიცოდე რა ესიზმრება. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ენვერ ნიჟარაძის პოეზია |