ცურვით მივყვები მდინარეს ჟამთა, თავმიცემული ზვირთების რწევას, ნეტავი იმას, ნეტავი მართლაც, ამ მდინარეში ვინც ორჯერ შევა. და დარდმა დამხრა, მაინც მიყვარს და სიცოცხლის ტყვე ვარ, ნეტავი იმას, ნეტავი, მართლაც, ამ მდინარეში ვინც ორჯერ შევა. ამნაირს, რა ვქნა, ვერც მონა ღვთისას და ვერცა მხევალს, ნეტავი იმას, ნეტავი, მართლაც, ამ მდინარეში ვინც ორჯერ შევა. ზამბახთა, ვარდთა, იასამანთა ტოკვა და რხევა, ნეტავი იმას, ნეტავი, მართლაც, ამ მდინარეში ვინც ორჯერ შევა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ენვერ ნიჟარაძის პოეზია |