ო, გაახილე, სიყვარულო, თვალები ფართოდ, თუ არის ღმერთი ქვეყანაზე - შენა ხარ მარტო. უხსოვარ დროდან შენს ბომონთან მე მომყავს მსხვერპლი. და შემიფარე, მაგ შენს ფრთებს ქვეშ რარიგად თბილა. მე, მოკვდავს, ზოგჯერ მოფერებაც მწყურია, რა ვქნა. მივყვები შენს გზას, წამოგყვები, თუნდ ცხრა მთას იქით. მე იმ მოდგმის ვარ, ვინც არასდროს არ იცვლის რწმენას. თუ არის ღმერთი ქვეყანაზე - შენა ხარ მარტო. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |