თავისას ითხოვს მიწა, თავისას ითხოვს ზეცა, ჟამი ამქვეყნად ყველა ციხესიმაგრეს ლეწავს. უკვე ბინდისფერს ირევს. სათქმელი ბევრი დარჩა, დრო - სულ მცირე და მცირე. ამხედრებული მიქრის, ჩვენ კი ჯერ არაფერი არ შეგვიქმნია თითქმის. მონაპოვარიც დავთმეთ, ჯერ კიდევ ბევრი ვალი გადასახდელი გვმართებს. სუნთქვას მივუგდოთ ყური, დავმძიმდით კერძო ფიქრით, ბოღმით, ზიზღით და შურით. როგორ გვმოძღვრავდა შოთა, ბევრის მოხვეჭა გვინდა, მაგრამ გვსურს გავცეთ ცოტა. სავალალოა რაიც, სიცოცხლეს, თუნდაც ნაძრახს, ვერ შევლევივართ მაინც. ბახალასა თუ მართვეს, განურჩეველად ყველას, მამულიშვილებს ვარქმევთ. სანამდე მივალთ ასე, რაღაც ფარცაგი მართლა ტრიალებს დღეს ჩვენს თავზე. გათელილები ყრია, ავახვნათ დროზე თვალნი, ვიდრე არ არის გვიან. თავს დაგვტყდომია რისხვით, გამოვიდინოთ ჩვენი გამოსადენი სისხლი. ამხედრებული მიქრის, ჩვენ კი ჯერ არაფერი არ შეგვიქმნია თითქმის. უკვე ბინდისფერს ირევს. სათქმელი ბევრი დარჩა, დრო - სულ მცირე და მცირე. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ენვერ ნიჟარაძის პოეზია |