აი, მოვიდა გაზაფხული კართან და მღერის, მხიარულ ქარებს მოაქვთ პირველ იების ფერი. მაგრამ ვერაფრით ვერ გავადნე ყინვა ჩემს გულში. მე კი, მე შენგან ბრმა სიყვარულს და რწმენას ვითხოვ. მერე რატომღაც ეჭვისათვის სინდისი მქენჯნის. ხან მინდა მოგკლა და მერე მეც მოვიკლა თავი. ო, მტერო, და თან მეგობარო უტკბილეს დღეთა. როცა მიწყრები - მენისლება რისხვისგან მზერა. და ღამღამობით მახვილი ძევს ჩვენს შორის ისევ. შენამდე თითქოს უდაბნოში ვცხოვრობდი მარტოდ. თან ვწყევლი იმ დღეს, შემოხვედი ჩემს სულში როცა. და გაკრული ვარ სიყვარულის გაბზარულ ჯვარზე. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ენვერ ნიჟარაძის პოეზია |