გაღმა კლავიშებს ტირილი აყვა - ღამეს მოქონდა ხმები ქარსავით, ო, როგორ უნდა სულს შენი ნახვა შენი ღიმილი დაუთარსავი. შიშით ვკანკალებ ხელაპყრობილი, და დავინახე ხავერდის ნოხზე სუროს ფოთლებში შენი პროფილი. და ელექტრონი იქცა საკირედ, დავკეტე კარი - გარეთ მტერია შენი თვალები მინდოდა სარკედ. და ვეცი კატას, უნდა გავფატრო და ეხლა ვფიქრობ რა ვუთხრა დილას მკლულ კატაზე ჩემ სახლის პატრონს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • რაჟდენ გვეტაძის პოეზია |