ვარდობა იყო, როცა წახვედი, ზლაზნია ღრუბლებს რომ მიეფარე და შორს ამღერდი თბილისის მტრედი. ვარდობა იყო, როცა წახვედი, მშობლიურ ქართლის გაჰყევი ქარებს... და ის ყაყაჩო - შენ რომ ჰკრავ ძნებად. კაკლების ჩრდილი ათასწლოვანი. ახლა მანდ გალხენს ველი ხმოვანი, ის მზეც, შენს მკერდზე რომ დადუღდება. ყვავილს, რომელსაც შენ ახებ ხელსა. ბულბულს მომლხენსაც კი შეიცოდებ. როგორ შევნატრი, ნეტავ იცოდე, სადაც შენა ხარ - იმ სამოთხესა. რომ შენზე ტკბილი ოცნება მეყოს, შენგან შორს ვიყო მარად შთენილი? ნუთუ იმიტომ ვარ გაჩენილი, რომ შენი ლანდიც კი არ შემეხოს? |