ძველი ხატების დიდ მინანქრებში კვდება ტფილისი - ქართლის დიდება და მოგონებას ქვების ნამქერში ჩემი თვალები გაეკიდება. დარღვეულ სხეულს, ჩემ მიწას - დობილს: შენ ამ სივრცეში იწვები მარტო, ვინ შეგიფარებს აქ არ შენდობილს? და მოჩვენება ცხელი ისანის. გადაავიწყდა ტფილისს ხარება: ჩვენც ერთმანეთი გადავიცანით. საფლავი არის თვალების უპე. სანდრო! გვაწუხებს საშინელება, ბაღლინჯოს სრესა, შმორი და წუმპე. გვიანი სპლინი ომით ნალესი შემოღამებას კრთომით მოველით, იქნება ჯვარცმა უმწვერვალესი. ნინო წარმართი და კლეოპატრა, სანდრო! მეძახის შენი სახელი და საფიჩხია კვლავ მომენატრა. |