ფართო ეზოა... მაღალ ჭადრის ქვეშ ხავსით დახრული დგანან ლოდები, იქვე ტირიფი ღელეში ვარსკვლავთ ეალერსება გრძელი ტოტებით. არავინ იცის ვის ედავება, და შეუმჩნევლად ფერმძინარ იას თავზე ადგება მთვარე ვეება. ცვრიან ფოთლებზე ნარინჯის ტყეში და მხოლოდ ფხიზლობს ორი მიჯნური ბროწეულების ბნელ ორღობეში. თითქოს იმ იის მომართულ მშვილდით, მთვარე კი უვლის მათ ჩრდილს გარშემო ცბიერ ღიმილით წმინდა და მშვიდი. |