ჩამოწვა მთიდან ჩრდილი მდუმარე და ბინდში ჩადნა მზე მოქანცული, შემდეგ კი... ღამის თოლია მთვარე ზვირთით ნელ ზვირთსა ამოჰყვა ცურვით. ზღვას, როგორც ფარჩა გადმოეფარა და ვარსკვლავების რძისფერი ღვარი ციმციმებს, იწვის შორს, სადღაც წყნარად. მთებში ხან ბრწყინავს, ხან ისევ ჰქრება, დაუსაბამო ღამის სიმშვიდე და მთვარის ფერფლი გულს მეფინება. მარადიული და ასე ვრცელი, შევცქერი ზვირთებს გაწოლილთ ზღვაზე და მატკბობს სევდა გამოუთქმელი. |