ელვით ავანთე ფიქრები ღამის უფსკრულში ფარული, მის მწველ ისრებად დავთალე გრძნობის ტყე ცივი-მთვარული; ცის გაზაფხული - სილაღე ტრფობის ზღვამ მითინათინა, ვნების გრიგალით დავჩრდილე ინდო, ეგვიპტე, ათინა. პირამიდები ავაგე იისფერ მარმარილოსი, მჩქეფარ ნაკადათ გარდავქმენ მსოფლიოს შავი გლოვანი, დამჭკნარ იმედებს ჩავაცვი სამოსი ყვავილოვანი; დროს ცას ვუნათებ, წინ მივქრი ბედაურ ტაიფუნებით. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ივანე ყიფიანის პოეზია |