ცივო კედლებო, რად მიყურებთ თვალგაშტერებით, სიდან მოსულა, ეგერ რო სდგას შავი აჩრდილი?.. ღმერთო! რა გინდათ? სთქვით, სთქვით ბარემ, რად მემტერებით… ოჰ, სად წავიდა, რად არ მოდის შავთვალა ძილი! სულში დაზამთრდა, გრძნობას შხამავს წითელი გველი. იმედის სხივო, კვლავ აენთე, ნუ გამიქრები; სიცოცხლის მზეო, გამიღიმე, უთმენლად გელი… ვინ წააწერა ყოველ კუთხეს Memento mori?… ნეტა ვიცოდე, რა უნდათ ამ წითელ აგურებს, ან რად მიცქერის შავი ჭერი, ვით ჩიტებს ქორი?.. წადი, აჩრდილო, წადი, წადი, ნუ მეჩვენები. გინდა, მაუწყო? მე თვით გეტყვი, ვიცი, რაც მოხდა: შავი ეტლებით ჩაატარეს ყველა ჩვენები… |
პოეზიის გვერდი • • • • • • ივანე ყიფიანის პოეზია |