მშრომელთა სიბრძნევ, შენ ლომების მოდგმამ დაგტოვა. კახეთის მიწამ და ტფილისმა ძუძუ გაწოვა, აგიშვა გორმა, როგორც მთებმა ურჩი ნაკადი, ბაქომ, ბათომმა მოგაფარა რკინის ნაბადი. შენი სახელი მტერთა გულში მეხად გავარდა, შენისთანები რესპუბლიკას კიდევ ჰყოლოდეს, საკეთილდღეოდ რომ მოსჭედონ ბედი მრავალთა. შენი სიტყვები ფეთქდებიან დინამიტებად, ძველ საუკუნეს ჩამოხადე ყალბი დიდება, და ჩვენი გული შენს წინაშე გაგიფენია. და მიუძღვები მშრომელების შემოქმედებას, აკეთებ საქმეს ისტორიის დამამშვენებელს, ზედმეტ სახელად გიწოდებდი აღმაშენებელს. არის ოცნება გლეხის, მუშის, მადნის მთხრელების, გაიხსნა გზები საუკუნოდ გადანარაზი, ზღვებს დაავალე, გადავჭედოთ ძმურად ხელები. ტრაქტორმა ყველგან გამოტეხა ყამირი ველი, და ეს ქვეყანა მარად მშიერ-შეუმოსავი ხარობს. დაუდგა ობლის ყანას მაღალი რთველი. მოდის ქარხნები - უზარმაზარ დანადგარებით, ოქრო ჩამოაქვს ამ წისქვილებს რკინის ღარებით და ვხედავთ - როგორ მაღლდებიან ქვეყნის თაღები. თვით გაიმედებს მილიონთა შემოქმედება და უკვე ისტორიის დამამშვენებელს არ დასთმობს ხალხი დიად სტალინს - აღმაშენებელს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ივანე ყიფიანის პოეზია |