მიდიან წლები ბეგემოტივით გადაჯაჭვულნი გრძელ ქარავანში. წარსულმა ბევრი შხამი დასტოვა და უფრო მეტი ფიქრი რევანშის. და მილიარდი თავი გახმება. ზეცის სივრცეზე რა მოსპობს ღრუბელს, ჰაერში მეხიც არახრახდება. ოკეანეთა წამლეკავ ტალღებს, როცა სიმართლე დაიგრიალებს, ძლევით შეარღვევს მსოფლიოს თაღებს. დეე სიმართლე ყველას ესმოდეს: მოკვდა დროები ასარგადონის, როდესაც მონებს ცეცხლში ისროდენ. თუმც იმედები წაყვა მრავალის, დღეს გაიმარჯვეს მშრომელთ გუნდებმა, მათ მზე უღიმის ამომავალი. მიდიან, კვალი მიწას აჩნდება, ხალხს ვერ დააფრთხობს წვიმა ნოემბრის, მას სჯერა ქვეყნის არიჟრაჟების. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ივანე ყიფიანის პოეზია |