უეცრად მოვიდა შეშლილი მოხუცი და თეთრი მერანი მინდორში დააბა. გედების გუნდია ყველგან დანახოცი. ქვევით ტაძრებია და ზევით კააბა. ძრწიან და თრთოლავენ მდუმარე ველები, გრძელ გიშრის კუბოში ვერ ჩნდება ვერავინ, სისხლს სწოვენ მძინარ სახლს ფრთათეთრი გველები. ყვირიან და ხევენ უსაზღვრო ბალიშებს. ფირუზის უდაბნო მით შენაშფოთები მრისხანე ლომივით ღრიალებს, არ იშვებს. ქვევით ტაძრებია და ზევით კააბა… უეცრად მოვიდა შეშლილი მოხუცი და თეთრი მერანი ჩემ ბაღში დააბა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ივანე ყიფიანის პოეზია |