ახალის ვნებით ვიმოსები ყოველ ახალ წელს, ახალს გოლგოთას ვეგებები, ვეთხოვები ძველს… წყვდიადის მეფეს ვინ შესწირა სიმღერა მზისა? წამების ჯვართან ვინ დასტოვა იუდას ვერცხლი! მყისვე ცა, - მიწის დასამხობად, - ზარს ჩამოჰრეკავს, ახალ სიცოცხლედ იშვებიან ჩემი ფიქრები. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ბაბილინა ხოსიტაშვილის პოეზია |