ვერ ამოვქსელე! რარიგ ხლართია… რარიგ ხლართია მონობის ძაფი! ვერ ამოვქსელე, დავიღალე და არღარაისთვის აღარ ვისწრაფი! მხიარულ ამბავს ვერ მოგიყვებით, სევდამ დაახშო სიმხიარულე და კაეშანმა დაქოლა ქვებით. ისე მაწუხებს და მიმორჩილებს, “წყურვილი ტანჯავს მაძიებელ სულს!” ლამის შევჩივლო პატარა შვილებს. ოჯახში, დედის მონობის ძაფი! ვერ გამოვაგე, დავიღალე და არღარაისთვის აღარ ვისწრაფი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ბაბილინა ხოსიტაშვილის პოეზია |