მე სამკვიდრებელს აქ არ დავეძებ, სხვაგვარი მივის ამისთვის გზები, მიმირბის სული, სული ლტოლვილი და მეც მივდივარ… აქ არა ვრჩები! დასაბამიდან აღსასრულისად?! დაე, მონობამ მოცაჰკლას ხორცნი, ხოლო არ ძალუძს მოკვლად სულისად! სულო, აღდგომა მარხვას მიებას!.. ვიდრე სიცოცხლე დაგვტოვებს ჩვენი, ნურც ჩვენ დავტოვებთ ლტოლვა-ძიებას! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ბაბილინა ხოსიტაშვილის პოეზია |