მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1149 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

კლდის შვილი ღრუბელს იმოსავს,

დიდი და მაღალ-რქიანი

ნაპრალზე გადაეშვება,

უყვარს კლდებზე ქიანი.

მაღლობზე სცხოვრობს, იქ სადაც 

ვერავინ გასდებს დირესა;

არავის ებრძვის, თვითონ - კი

გაურბის მონადირესა.

არ მიიკარებს, წმინდაა,

არც მტვერსა და არც ტალახსა,

ამბობენ შურთხი უმზადებს

ხან და ხან რაღაც ბალახსა.

სამაგიეროდ თვითონაც

მოელის მისგან ნავალსა

და მიტომ დასდევს კვალ და კვალ,

აღარ აშორებს მას თვალსა.

რომ დაიძინებს, მახლობლად 

შურთხი დადგება მცველადა

და მონადირე თუ ნახა,

კივილს დაიწყებს ხელადა.

მონადირისგან ეს სიტყვა

მე ბევრჯერ გამიგონია

და კიდეც მჯერა!.. ბუნების

მოთხოვნილება მგონია.

სცხოვრობს ამგვარად მაღლობზე

ლაღი და შეუპოვარი;

კლდებზე კლდიდან მხტომარე,

ბალახ-ბულახის მძოვარი...

მაგრამ ხან და ხან სიფრთხილეც

ვერ შველის ფრთხილად მყოფელსა

და მონადირე მიპარვით

გამოათხოვებს სოფელსა!..

ხელში ჩაიგდებს ნუკრებსაც,

მთიდან ჩამოჰყავს ბარადა

და გასაყიდად საბრალოს

დაათრევს კარის-კარადა.

ერთი მეც მყვანდა ამგვარად

ნაყიდი, მოპოვებული

მოშინაურდა, მაგრამ-კი

სხვა გვარ უცემდა მას გული:

სულ სახლის თავზე დახტოდა,

ეტანებოდა მაღლობსა;

ძირს ძვირად ჩამოდიოდა,

არ მიეკარა დაბლობსა.

არ მიყენებდა სახურავს,

სულ ამიყარა ყავარი,

ეს იყო მისი ხელობა...

მისი სიმართლის ჯავარი!..

მთასვე წავგვარე მთის შვილი,

შეუდგა კლდესა მაღალსა,

და მე მარტოკა დავბრუნდი,

მადლი შევწირე უფალსა.


პოეზიის გვერდი   • • •     • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ