ლითონის გონგი 1945, 1957, 1969, 1981, 1993, 2005
კეთილი მეგობრობის ნიშანი - ნეფრიტის სვეტი;
მხიარული გარემოცვის ნიშანი - კამკამა წყარო;
განვითარებადი მეტოქეობის ნიშანი - ახალი მთვარე;
უსარგებლო დაპირისპირების ნიშანი - ტბის კუ;
აყვავების ხანა - გაზაფხული;
ხელსაყრელი რიცხვები - 7, 19, 31;
წინა ცხოვრების პროფესიები - არქეოლოგი, ოქრომჭედელი, მებაღე, მეწაღე, ადვოკატი.
ამ ნიშნის ქვეშ მყოფთა ძირითადი თვსებებია - ერთგულება, გულუხვობა და კეთილშობილება.მიდრეკილი არიან თვითმყოფადობისაკენ და აღიქვამენ სამყაროს მკაცრი ფატალიზმით. ცხოვრება მათ გამუდმებით უწყობს სიურპრიზებს, ამიტომ მუდამ ცდილობენ შეიზღუდონ ყველაფერი, რამაც შეიძლება მათთვის დამახასიათებელი აღფრთოვანება გამოიწვიოს.
ისინი დარწმუნებული არიან წუთიერი ბედნიერების ამაოებაში და ეძებენ სიყვარულს მისი უმაღლესი სულიერი გამოვლინებით. მათთვის სასურველია, თუ დაივიწყებენ მხოლოდ მაღალ იდეალებზე ფიქრსა და დატკბებიან ნამდვილი, რეალური ცხოვრებისეული მომენტებით.