კამკამა წყარო 1943, 1955, 1967, 1979, 1991, 2003
კეთილი მეგობრობის ნიშანი - ნეფრიტის სვეტი;
მხიარული გარემოცვის ნიშანი - ლითონის გონგი;
განვითარებადი მეტოქეობის ნიშანი - ბერი მაიმუნით;
უსარგებლო დაპირისპირების ნიშანი - ტყავის სამაჯური;
აყვავების ხანა - შემოდგომა;
ხელსაყრელი რიცხვები - 5, 17, 29;
წინა ცხოვრების პროფესიები - დიპლომატი, მომღერალი, მეეტლე, მეღვინე, მღვდელი.
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს, ხშირად უწოდებენ კეთილი ამბების მაცნეს, რომელთაც ყოველთვის მოაქვთ კარგი ამბები მათთვის, ვინც ამას ელოდება. ისინი გულუხვები, ენერგიულები და საზოგადოებისთვის გახსნილები არიან, მათთვის უცხოა სისასტიკე, უსამართლობა და მერკანტილურობა. ხასიათდებიან ემოციურობით, ამიტომ უფრთხილდებიან გრძნობებს, რომელიც მოდის პარტნიორებისგან და არასოდეს ღალატობენ მათ.
კარგი იქნება თუ ისინი დაეყრდნობიან საკუთარ ინტუიციას, ეს ინტუიცია დაეხმარებათ იმ საქმისა თუ პროფესიის არჩევაში, რომელიც შეესაბამება მათ ნიჭსა და მონაცემებს.