ცეცხლის მცველი 1942, 1954, 1966, 1978, 1990, 2002
კეთილი მეგობრობის ნიშანი - ბერი მაიმუნით;
მხიარული გარემოცვის ნიშანი - ტბის კუ;
განვითარებადი მეტოქეობის ნიშანი - ნეფრიტის სვეტი;
უსარგებლო დაპირისპირების ნიშანი - კაშკაშა ფრანი;
აყვავების ხანა - ზამთარი;
ხელსაყრელი რიცხვები - 4, 16, 28;
წინა ცხოვრების პროფესიები - ექიმბაში, მევახშე, მეომარი, ბებიაქალი, მზარეული.
ცეცხლის მცველები იცავენ საკუთარი ოჯახის კერას და შეაქვთ სინათლე ბნელ და შეშლილ სამყაროში. მათ შესანიშნავი ინტუიცია ეხმარება ერთმანეთს შეუთავსონ გონების ხმა და გულის ძახილი. უამრავი მეგობარი ჰყავთ, თუმცა ხშირად თავს მაინც მარტოსულად გრძნობენ.
ყოველთვის ინარჩუნებენ მაღალ სტანდარტებს, ხოლო როცა ეს არ გამოსდით და ვერ ახერხებენ ამ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსვლას, ტანჯავთ დანაშაულის გრძნობა.
ისინი მიაღწევენ დასახულ მიზნებს, თუ არ დაიმალებიან და არ გარიყავენ თავს საზოგადოებისგან, თუ გაუხსნიან გულს გარესამყაროს.