კობრა 1941, 1953, 1965, 1977, 1989, 2001
კეთილი მეგობრობის ნიშანი - მცხუნვარე მზე;
მხიარული გარემოცვის ნიშანი - ტყავის სამაჯური;
განვითარებადი მეტოქეობის ნიშანი - ცეცხლის მცველი;
უსარგებლო დაპირისპირების ნიშანი - კაშკაშა ფრანი;
აყვავების ხანა - ზამთარი;
ხელსაყრელი რიცხვები - 1, 13, 25;
წინა ცხოვრების პროფესიები - მეკობრე, მექარავნე, მესაყვირე, მოქანდაკე, ალქიმიკოსი.
შესაძლებელია ითქვას, რომ კობრები, რასაც კი შეეხებიან, ყველაფერს ოქროდ აქცევენ. ისინი შესანიშნავი ორატორები არიან, შეუძლიათ ყველაზე მოსაწყენი ამბავი, სასიამოვნოდ მოსასმენ ისტორიად გადააქციონ. ადვილად ძალუძთ თანამოსაუბრეებში ზღვა ემოციები გამოიწვიონ, თავად კი აუღელვებელნი დარჩნენ, თითქოს არაფერი მომხდარა და მათთვის ყველაფერი სულერთია.
სიყვარულში წარმატება მთელი ცხოვრების განმავლობაში თან სდევთ. ცდილობენ სიკეთე გაუკეთონ სხვებს, ამავდროულად კი თავად, ხშირად რჩებიან მოვლენებს მიღმა ისე, რომ ვერ ახერხებენ განახორციელონ ცხოვრებაში საკუთარი ფანტაზიები.
სასურველია თუ გონიერები იქნებიან, საღად იაზროვნებენ, არ მიეცემიან არც დაუსრულებელ სევდას და არც უსაზღვრო სიხარულს. ბედნიერების მიღწევაში მათ სიმშვიდე და უშფოთველობა დაეხმარებათ.