ხეშვანი (მორიელი 24.10 - 22.11)
ამ თვეში, თიშრეის პერიოდში შეძენილი შთაგონება, ხორციელდება რეალურ ცხოვრებაში. თუმცა არავითარი დღესასწაულები, - მხოლოდ ჩვეული ყოველდღიურობა.
თვის ასოა ,,ნუნი“ რომელსაც რიცხობრივი მნიშვნელობა აქვს და 50 -ს ნიშნავს. ეს რიცხვი მიუთითებს მიღწევად მოვალეობებზე, რომელთა მეშვეობით ღმერთთან მიახლოებაა შესაძლებელი, თუ ადამიანის სული ისწრაფვის იღწვის საამისოდ.
რიცხვი მიუთითებს ასევე 50 უღირს უწმინდურ დონეზე, რომელშიც თავისი უმოქმედობით და პასიურობით ეფლობა ადამიანი. შხამიანი მორიელი ცხოვრებისადმი გულგრილად მიდგომის საფრთხეებს სიმბოლიზირებს.
თვე ეძღვნება მენაშეს შტოს, მისი სახელი ,,სუნთქვას“ ნიშნავს, იგი დაკავშირებულია გრძნობასთან და ამ თვის სრულქმნილ მომხიბვლელობასთან.ამავე დროს ითვლება ყველაზე სულიერად გრძნობათა შორის. ამიტომ ეს თვეც პოტენციურად ხელსაყრელია სულიერების გაღმავებისთვის.