ადარი (თევზები 20.02 - 20.03)
თევზები ზღვის იდუმალ სივრცეებში ბინადრობენ. თვის მთავარი დღესასწაულია ფურიმი (პურიმი), იგი ეძღვნება ღვთის მმართველობას, რომელიც ფარულად ქმნის ისტორიას. თვის ასოს წარმოადგენს "ქოფი", რაც მაიმუნს ნიშნავს.
იმის ნიშნად, რომ ღმერთი იდუმალებითაა მოსილი, ფურიმის დღესასწაულზე ადამიანები სხვადასხვა ნიღბებს იყენებენ და განასახიერებენ ყველაფერს, რაც კი სურთ. ანუ "მაიმუნობენ".
ფურიმი უშვებს ადამიანის შინაგან მუხრუჭებს და ფანტავს შიშს, რომელიც იმალება მათი არსის მიღმა. ჩვეულებრივ, ბოროტების სიწმინდედ გარდაქმნა მეთოდური პროცესია.
თვის ატრიბუტია "სწორად სიცილი", მისი წყალობით ადამიანებს შეუძლიათ ყველანაირი წინააღმდეგობა, წარმატების მიღწევის შანსად აქციონ, განადგურების ბრძანება კი სიხარულის დღესასწაულად. ეს ტრანსფორმაცია ხორციელდება სისწრაფით, რომელიც დამახასიათებელია ნეფთალიმის შტოსთვის. რადგან ნეფთალიმი ყველაზე სწრაფი იყო იაკობის შვილებს შორის.