შვატი (მერწყული 21.01 - 19.02)
ამ თვის დღესასწაულია ტუ ბიშვატი, რომლის დროსაც აღინიშნება "სწორი საკვების" დაგემოვნება და ამ დროს ხდება სხვადასხვა ნაყოფის მირთმევა. თვის ასოა "ცადე", რომელიც წმინდანს ნიშნავს. "წმინდანი არსებობს, რათა გამოსცადო შენი სული".
სულის ჭეშმარიტი გამოცდის არსი შემდგომში მდგომარეობს - იღებენ ადამიანები საკვებისგან (ან ყველა ამქვეყნიური საქმისგან) სულიერ გაკვეთილებს, თუ ვერ ეწინააღმდეგებიან ცდუნებას, და ემორჩილებიან საკუთარ ქვენა გრძნობებს.
მატერიალურ სიკეთესთან ურთიერთობის განწმენდით და ღმერთის კეთილგანწყობით ამ ქვეყნის მიმართ, ადამიანებიც იწმინდებიან.
ამ ყველაფერს მერწყული განასახიერებს, რომელიც წყლის გადამზიდავად მიიჩნევა. თვე ეკუთვნის აშერის (ეშერის) შტოს, რომელიც გამოირჩეოდა ნაყოფიერებით.