თიშრეი (სასწორი 24.09 - 23.10)
ეს თვე ,,მართალი გრძნობებისაა“. ღმერთი წონის და აფასებს ადამიანების საქციელს, რათა გაანაწილოს მადლი და წყალობა დამდეგი წლის მანძილზე. ამის სიმბოლო ,,სასწორის“ ნიშანია.
ახლად შეძენილი უმანკოება, რომელიც ღმერთთან ურთიერთობისას, ელულის თვეშია მოპოვებული, ასახვას ჰპოვებს მთელ რიგ დღესასწაულებში, მაგალითად „როშ ჰაშანა“ ამ თვეში იწყება, ამიტომ თიშრეი ღვთისა და ისრაელის საქორწინო კავშირის თვედ მიიჩნევა.
ამ თვეს მართავს ასო ,,ლამედი“ ამ ასოთი იწყება სიტყვა "გული“. ეს თვე ნეფთალიმის შტოს მიეკუთვნება, რომელიც ნიშნავს ნაყოფიერს, ამიტომ ადამიანი ცდილობს მისი კავშირი უფალთან ნაყოფიერი იყოს მთელი წლის განმავლობაში.