ლოქო 13.12 - 31.12
ლოქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულები, ყველაზე მეტად გაწონასწორებული ადამიანები არიან, მათ გვერდით მყოფები თავს მყუდროდ და მშვიდად გრძნობენ.
ისინი თუნდაც ცუდ ხასიათზე იყვნენ და განწყობა გაფუჭებული ქონდეთ, ირგვლივ მყოფებს ამას არ აგრძნობინებენ.
ლოქოებისგან მოდის დადებითი მუხტი, მართალია ისინი ცოტათი მელანქოლიურები არიან, მაგრამ ამას საკუთარი თავის მიღმა არავის აგრძნობინებენ, პირიქით, ყოველთვის ძალუძთ დაამშვიდონ და შვება მოჰგვარონ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ამას საჭიროებს.
ლოქოებს შორის ხშირად გვხვდებიან ექსტრასენსული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები. ისინი სტაბილურები არიან ყველა სფეროში მოღვაწეობისას, თუმცა ყველაზე მეტად მათგან გამოდიან ნიჭიერი სწავლულები ზუსტი მეცნიერების დარგებში.