გოლიანი 18.10 - 17.11
გოლიანის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები მიდრეკილი არიან მოვლენების გადაჭარბებულად შეფასებისკენ. ისინი გარკვეულწილად თავმომწონეები არიან, უყვართ ტრაბახი.
თუმცა უნდა ითქვას, რომ რაც შეეხება სასიყვარულო ურთიერთობებს, შეიძლება ასეთ ურთიერთობებზე საუბრისას, ისინი არც აჭარბებდნენ, რადგან სასიყვარულო ურთიერთობები მათი სტიქიაა.
გოლიანები მომხიბვლელები და შემტევები არიან, შეუძლიათ მალე მოხიბლონ პარტნიორი, თუმცა ხანგრძლივ ურთიერთობას ისინი არ ინარჩუნებენ, რადგან ის, რაც პარტნიორში თავიდან თავბრუს ახვევთ და გადამწყვეტი მოქმედებებისკენ უბიძგებთ, მალევე წყინდებათ და ახალი პარტნიორის ძიებას იწყებენ.
გოლიანების შემტევი და მიმწოლი ხასიათი, აგრეთვე მომხიბვლელობა და შარმი წარმატებულს ხდის მათ მოღვაწეობას ნებისმიერ სფეროში, რომელშიც კი გადაწყვეტენ მოღვაწეობას.