ჰარიუსი 28.08 - 25.09
ჰარიუსის ნიშნის ქვეშ დაბადებულები სკეპტიკოსები არიან, არ სწამთ ინტუიციის, მათი ნდობის მოპოვება რთულია. სანამდე ძირფესვიანად არ შეისწავლიან პიროვნებას, მანამდე მასთან არანაირ ურთიერთობას არ ამყარებენ.
"ასჯერ გაზომვა და ერთხელ გაჭრა" მათი ცხოვრები პრინციპს წარმოადგენს.
ჰარიუსების ინტერესის სფეროში ხვდება ყველაზე რთული და ღრმა საკითხები, რაც საფუძვლიან სწავლასა და შემეცნებასთანაა დაკავშირებული.
აინტერესებთ ყველაფერი, რაც დაკავშირებულია კულტურასთან და მასთან მონათესავე პროფესიებთან, ამიტომ მათ შორის ხშირად შეხვდებით შესანიშნავ ფილოლოგებს, არქიტექტორებს, დიზაინერებს, რედაქტორებს.