სკუმბრია 28.05 - 11.06
სკუმბრიას ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან უბრალოებით და გულღიაობით, ბუნებრიობითა და თბილი, ალერსიანი მოპყრობით. მათ შეუძლით იამაყონ მახვილი ჭკუით, აღზრდილობითა და სიკეთით, თუმცა არ უყვართ თავის ქება და მორცხვობითაც ხასიათდებიან.
სკუმბრიები ძალიან ყურადღებიანები არიან ახლობელი ადამიანების მიმართ. დიდ ყურადღებას უთმობენ სულიერ ცხოვრებას და უყვართ ფილოსოფიური მსჯელობები. არ უყვართ ზედმეტი ფუფუნება და უფრო მიდრეკილები არიან ასკეტიზმისადმი.
ძირითადად იზიდავთ ისეთი პროფესიები, რომელსაც ჭკუა და აზროვნება სჭირდება, მათ შორის ხშირად შეხვდებით ფილოსოფოსებს, ლექტორ-მასწავლებლებს, ინჟინრებს, მათემატიკოსებს.