სერბერნარი 23.10 - 11.11
ახოვანია, სასიამოვნოდ გამოიყურება, ელეგანტურია და დახვეწილი მოძრაობით გამოირჩევა. მოსწონს საკუთარი თავი. მასთან რეგულარული ცხოვრება არც ისე მარტივია. აქვს ცოცხალი ხასიათი და ძალიან მომთხოვნია.
მიილტვის იმისკენ, რომ მასზე ზრუნავდნენ, ფიქრობდნენ და ცხოვრობდნენ ისე, როგორც მას მოსწონს ყველაზე მეტად. აკეთებს მხოლოდ იმას, რაც მას სურს. მოსწონს დამოუკიდებელი ცხოვრება, თუმცა ყოველთვის ვერ ართმევს თავს.
სერბერნარს შეუძლია დასცინოს ცხოვრებისეულ სიძნელეებს, რის გამოც შესაძლოა იგი უპასუხისმგებლო და უნებისყოფოდაც კი აღიქვან. მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნულად, სერბერნარმა შესანიშნავად იცის რა სურს და ისიც, რა არ სურს. უყვარს ბედთან თამაში.
თავმოყვარეა ყველაფერში, რაც შეეხება საკუთარ წარმატებასა და კეთილდღეობას, წარმატების მისაღწევად იმდენად ენეგიულია, რომ შეუძლია ყველაფერი იღონოს და დასძლიოს ყველა წინააღმდეგობა, რაც კი წინ გადაეღობება მიზნისკენ მიმავალ გზაზე.
ეგოისტია, არ არის ძუნწი, პირიქით, ხელგაშლილია და უყვარს სხვების დახმარება.
ისეთი კაპრიზული ნატურა, როგორიც სერბერნარია, სასიყვარულო ურთიერთობებში სრულიად განსხვავებულ თვისებებს ამჟღავნებს. ძალიან წინდახედულია, ფრთხილი, სტაბილური, შეუძლია აწონ-დაწონოს ყველა დადებითი და უარყოფითი და არჩევანი ისე გააკეთოს.
არჩევანში იშვიათად ცდება, ხოლო შემდეგ ყოველ ღონეს ხმარობს, რომ წარმატებულად დაგეგმოს ოჯახური ცხოვრება, რაც ძალიან ხშირად მას შესანიშნავად გამოსდის.
მისი გონება პირველ რიგში ეყრდნობა ინტუიციას. ამას გარდა იგი ორიგინალურია და არც ფანტაზიების ნაკლებობას უჩივის. ძალიან გამჭრიახია და მისი წინასწარმეტყველებები ხშირად ხდება.
სერბერნარის ნიშნის ქვეშ დაბადებულთა ნიშან-თვისებებია - ინტელიგენტურობა, სინთეზისადმი სწრაფვა, ინტუიცია, ფანტაზია.