ბალონკა 03.06 - 22.06
ბალონკა ძალიან მომხიბვლელია, რითაც შესანიშნავად სარგებლობს. მას შეუძლია ნებისმიერს დაახვიოს თავბრუ. ოცნებობს სტაბილურ, უზრუნველ და ყველაფრით უზრუნველყოფილ ცხოვრებაზე. თუმცა ვერ აცნობიერებს, რომ ყველაფერ ამას, შეიძლება მისთვის არც ქონდეს დიდი მნიშვნელობა.
ადვილად ეგუება ახალ, მისთვის უცნობ სიტუაციას, ცოტაც ყოფნის იმისთვის, რომ შექმნას ოჯახური ატმოსფერო.
ერთი შეხედვით ძალიან მშვიდია, ცოტათი შეზღუდული, სიტყვაძუნწი და ფრთხილი. ტოვებს უშფოთველი ადამიანის შთაბეჭდილებას, ახასიათებს პესიმიზმი.
ბალონკას ხანგამოშვებით მთელი ცხოვრების მანძილზე არ ტოვებს მოწყენილობის განცდა. ზოგჯერ მერყევია, მგრძნობიარეა ქებისა და პირფერობის მიმართ.
გამოირჩევა ურთიერთსაწინააღმდეგო საქციელით, რის გამოც მისი გაშიფრვა ძალიან რთულია. თუმცა ყველაფრის მიუხედავად იგი ძალიან სიმპატიურია.
ბალონკასთან ურთიერთობა ძალიან მარტივი და სასიამოვნოა, რაც ფსიქოლოგიური კომფორტის განცდას ტოვებს. მას შეუძლია თანამოსაუბრეს მოთმინებით მოუსმინოს.
პატივისცემით ეპყრობა გარშემომყოფებს, მითუმეტეს ახლობელ ადამიანებს. იგი ძალიან უყვართ, მაშინაც კი, როცა მასზე დაყრდნობა არ შეიძლება.
გააჩნია პრაქტიკული აზროვნება, მიდრეკილია ტექნიკური საგნებისადმი, გამოირჩევა სიზუსტით და მოხერხებით.
გრძნობებში უმართლებს. თუ ცხოვრებაში მონათესავე სული შეხვდა, მაშინ ის გაცილებით გაწონასწორებული ხდება.
ბალონკას ძლიერ განვითარებული აქვს საკუთარი ღირსების გრძნობა. დროგამოშვებით ეჭვიანია კიდეც, თუმცა უფრო მეტად მის ეჭვიანობას საბაბი არ გააჩნია.
ბალონკას ნიშნის ქვეშ დაბადებულთა ნიშან-თვისებებია - კომუნიკაბელურობა, დაკვირვებულობა, რეალიზმი, ორგანიზატორული ნიჭი.