კოლი 23.04 - 13.05
კოლი სილამაზით გამოირჩევა, აქვს ნატიფი სილუეტი. შეუძლია ხაზი გაუსვას საკუთარ ღირსებებს. უყვარს ოჯახური გარემო, ღირებული ნივთები, ლამაზი ინტერიერი. ხშირად ის თავად იქმნის ისეთ მყუდრო გარემოს, რომელიც სიამოვნებს.
მან ყოველთვის იცის რა სურს და რა სჭირდება, თუმცა არასოდეს ჰყვება ვნებათა ღელვას. იგი არ არის ბედის მორჩილი და არასოდეს კმაყოფილდება იმით, რასაც ცხოვრება აძლევს. შეუძლია დაგეგმოს და ნებისმიერი პირობა დაუმორჩილოს საკუთარ მოთხოვნებს.
კოლი გულადია, ნებისმიერ წინააღმდეგობას იგი ამაყად თავაწეული ხვდება, არ ემორჩილება უიღბლობას და წარუმატებლობას. სიმამაცისა და რისკის მაღალი უნარის წყალობით ის ყოველთვის წინ მიიწევს ცხოვრებაში.
სამსახურში შეუძლია მიაღწიოს წარმატებას იმისდა მიუხედავად, თუ რომელ სფეროში ირჩევს მოღვაწეობას.
კოლი გამოირჩევა შეუპოვრობით, რომლითაც იგი წინ მიიწევს, დასახული მიზნისკენ და არაფერს შეუძლია ამაში ხელი შეუშალოს, ამ თვისებების წყალობით ძალუძს გამოვიდეს ყველაზე რთული სიტუაციიდანაც კი. ამაში მას სისწრაფე და შესანიშნავი სიზუსტე ეხმარება.
ურთიერთობებში გულღიობისა და მიმზიდველი ხასიათის მიუხედავად, კოლი არ არის ზედმეტად გულუხვი, საკუთარი კეთილდღეობა და კომფორტი მისთვის უპირველესია.
სხვების წარუმატებლიბა კოლში თანაგრძნობას იწვევს, თუმცა მისი გრძნობები ამაზე შორს არ მიდის. იგი მხოლოდ ერთ საკითხში ამჟღავნებს სისუსტეს - ეს არის სიყვარული. იმპულსური და მგრძნობიარე ხშირადაა გატაცებული, შემდეგ კი უკან დახევა უჭირს.
კოლს ჩამწვდომი ჭკუა და დალაგებული აზროვნება გააჩნია. არის კარგი ორგანიზატორი. ნებისმიერი რთული, მათ შორის სასიყვარულო ისტორიიდან, შეუძლია ღირსეულად გამოვიდეს.
კოლის ნიშნის ქვეშ დაბადებულთა ნიშან-თვისებებია - ესთეტიური ჭკუა, ორგანიზატორული ნიჭი, ანალიზის უნარი.