მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 7203 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

პუდელიპუდელი    14.03 - 02.04

პუდელის ნიშნის ქვეშ დაბადებული, ადრეული ასაკიდანვე ლამაზი და კარგი აღნაგობისაა. თუმცა წლების მატებასთან ერთად თავად უქმნის საკუთარ თავს პრობლემებს, რადგან ძალიან მგრძნობიარეა დროის დინებასთან მიმართებაში და ადრეულ წლებშივე აწუხებს სიბერის შიში, ამ შიშის გამო კი უფრო მეტად ბერდება.

გარშემომყოფების ზემოქმედება მასზე დადებით ზეგავლენას ახდენს, ამიტომ პუდელს დაკვირვება მართებს მეგობრებისა და იმ ადამიანების შერჩევისას, რომელთანაც უხდება ურთიერთობა.

აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა ადგილმდებარეობის ცვლილების მიმართ, რადგან ყოველგვარი გარემო არ უწყობს ხელს მის განვითარებას. იგი ხშირად გრძნობს კარგი ნაცნობების წრეში ყოფნის აუცილებლობას, თუმცა არ უყვარს, როცა ასეთი წრე მის მიერ არ არის შერჩეული. პუდელი მგრძნობიარეა თავისუფლების შეზღუდვის მიმართ, ამ დროს პესიმზმი და უიმედობა იპყრობს.

პუდელი მგრძნობიარეა ნებისმიერი, მცირედი უსიამოვნებისადმიც კი. წვრილმან პრობლემასაც კი შეუძლია წონასწორობა დააკარგვინოს. დროგამოშვებით გული უჩუყდება საკუთარი თავის მიმართ, მაგრამ ამას ხშირად მალავს, რაც თავისებურ სიამოვნებასაც კი ანიჭებს.

გამბედაობა და სიამაყე ეხმარება ყველაზე რთული ამოცანების გადალახვაში, მის სახეზე იშვიათად თუ შენიშნავთ შეშფოთებას, ამიტომ ის, ვინც მას ნაკლებად იცნობს, ხშირად ფიქრობს, რომ იგი მშვიდი და მხიარულია.

პუდელი არ არის მატერიალისტი, იგი მიდრეკილია ალტრუიზმისადმი, თუმცა ამასთან ერთად კარგად ორგანიზებულია და არასოდეს ავიწყდებათ საკუთარი მომავალი.

სასიყვარულო ურთიერთობებში ბედნიერებას ძნელად აღწევს, ძალიან მგრძნობიარეა და  ზედმეტად დამოუკიდებელი. ოჯახურ ცხოვრებაში მისი იარაღი გულგრილობაა, რომელიც ღიმილითა და ხუმრობით არის შეზავებული.

თუ სხვა გამოსავალი  არა აქვს, შეუძლია პარტნიორის მიმართ მტრული დამოკიდებულებაც კი ჰქონდეს.

გააჩნია მახვილი, თანდაყოლილი ჭკუა, რომელიც საერთოდ არ ბერდება, მისი გამჭრიახობა და კრიტიკული აზროვნება ზემოქმედებას ახდენს მის ამბიციებზე. პუდელებს შორის ხშირად გვხვდებიან მედიკოსები.

პუდელის ნიშნის ქვეშ დაბადებულთა ნიშან-თვისებებია -  მეოცნებეობა, დამოუკიდებლობისადმი მოთხოვნილება, ნევრასთენიისადმი მიდრეკილება, კარგად განვითარებული ინტუიცია, ფანტაზიისა და სინთეზის უნარი.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ