პერუნი 22.12 - 20.01
პერუნი, სლავურ მითოლოგიაში ჭექა-ქუხილის ღმერთად ითვლება, რომელიც ფრთოსანი ცხენებით შებმული ეტლით დაქროდა ცის კიდეზე.
პერუნის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ვაჟკაცურები და უშიშრები არიან, ცოტას ცდილობენ იმისთვის, რომ შთაბეჭდილება მოახდინონ გარშემომყოფებზე. ადამიანები მათ მიმართ, პატივისცემის გრძნობით იმსჭვალებიან, თუმცა პერუნების უფრო ეშინიათ, ვიდრე უყვართ.
არ უყვართ სკანდალები, იშვიათია მათი განქორწინება. ჭარბი ენერგია, რომლის დახარჯვაც ვერ შეძლეს, მათში აგრესიულობას იწვევს. ერთის მხრივ ისინი მებრძოლი, შემტევი ხასიათით გამოირჩევან, თუმცა პერუნებს შორის ხშირად გვხვდებიან დებოშიორები და ფუქსავატები.