22 დეკემბერი - 1 იანვარი. 25 ივნისი - 4 ივლისი.
ჰარმონიული აღნაგობით და კარგი მანერებით გამოირჩევა, შესანიშნავად შეუძლია თავის დაჭერა. მასში ბევრი რამ არის მომხიბვლელი და გულითადი. გარშემომყოფებში იწვევს სითბოსა და სიყვარულის განცდას, მაშინაც კი, როცა თავად არ ფიქრობს ამის შესახებ.
ვაშლი მგრძნობიარე და სენტიმენტალური ხეა. იგი უანგაროა, ხშირად ახასიათებს ანგარიშმიუცემელი ხასიათი და იშვიათად მოქმედებს ცივი გონებით. ამ თვისებების გამო შეიძლება იგი მარტივად მოატყუო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას ადვილად გააბრიყვებთ და თქვენს ჭკუაზე ატარებთ.
ხელგაშლილია, დაუნანებლად უნაწილებს გარშემომყოფებს საკუთარ გრძნობებს და მატერიალურ კეთილდღეობას.
ამავდროულად არ უყვარს ხვალინდელ დღეზე ფიქრი, რამეთუ დარწმუნებულია, რომ ყველა პრობლემები თავისთავად გადაწყდება. ამის გამო ის ხშირად უყაირათოა და სწორად ვერ განსაზღვრავს და ანაწილებს საკუთარ ეკონომიკურ შესაძლებლობებს.
ჭკვიანი, ნაკითხი და ერუდირებულია, აქვს ფართო თვალსაწიერი, მიდრეკილია ფილოსოფიური აზროვნებისკენ, თუმცა არ უყვარს ამის დემონსტრირება და არ ცდილობს არავის გაკვირვებასა და დარწმუნებას.
აქვს შესანიშნავი მეხსიერება, რისი წყალობითაც ადვილად შეუძლია მიაღწიოს წარმატებას იმ სფეროში, რომლითაც დაინტერესდება. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ მის ცოდნას არ ყოფნის სისტემურობა. ურჩევნია ცოდნის დამოუკიდებლად მიღება და თვითგანვითრება, ვიდრე ამ ცოდნის შესაბამისი რეგალიებით გამყარება.
მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად აინტერესებს სხვების აზრი და არ აწუხებს ცრურწმენები, ვაშლი რელიგიის მიმართ შედარებით გულგრილია, რადგან პრაქტიკულობა ძლევს ხოლმე და უფრო ემხრობა თვალსაჩინო წარმატებასა და კეთილდღეობას, ვიდრე მომავალ, შორეულ კეთილდღობას.
უყვარს მრავალმხრივობა, ვერ იტანს მოწყენილობასა და ერთფეროვნებას, რის გამოც იგი დრო და დრო შემოუძახებს ხოლმე საკუთარ თავს, რათა შეინარჩუნოს სიცოცხლის ინტერესი და არ გახუნდეს მისი ყოვლისმომცველი მომხიბვლელობა.
სასიყვარულო ურთიერთობებში გამოირჩევა პარტნიორის მიმართ ერთგულებით, თუმცა მიდრეკილია, ისე შექმნას ოჯახი, რომ დაარწმუნოს საკუთარი თავი პარტნიორის მიმართ ღრმა და გულწრფელ გრძნობებში, მაშინ როცა შეიძლება ეს ასე არ იყოს. ამ თვისების გამო არ არის იშვიათი, როცა ვაშლის ხეებს ენგრევათ ოჯახი.
ითვლება, რომ ვაშლის ხე სიყვარულში იშვიათად არის ბედნიერი, მიუხედავად იმისა, რომ თავად ასხივებს სიყვარულს და სწყურია იგი. ძალიან ბევრი რამ, ურთიერთობებში, მის პარტნიორზეა დამოკიდებული. თუ იგი ბრძენი და მომთმენი აღმოჩნდება – ვაშლი სიცოცხლის ბოლომდე დატკბება სიყვარულით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ოჯახურ ცხოვრებაში იმედგაცრუება ელოდება.