ჰერმედი 24.10 - 22.11
სკანდინავიური და ძველი ვიკინგური მითოლოგიის თანახმად ჰერმედი (ჰეიმდალი) ოდინის მარჯვენა ხელი და იდუმალებით მოსილი ღმერთია. იგი ბრძოლის ველზე გმირულად დაღუპული გმირების სულებთან ურთიერთობდა.
ჰერმედი საფუძვლიანი ცოდნით, საგნების ღრმა ფლობითა და იდუმალ საკითხებში განსაკუთრებული წვდომის უნარით გამოირჩეოდა. ღმერთ ჰერმედის სიმბოლოს წრე წარმოადგენს, ან ყველაფერი ის, რისი შეკვრაც წრედ შეიძლება, მაგალითად ყვავილებისგან შეკრული გვირგვინი.
ვიკინგები დარწმუნებული იყვნენ, რომ ის, ყვავილებისგან წნულს შეკრავდა და თავის რჩეულს თავზე დაადგამდა, მას ვნებითა და უსაზღვრო ლტოლვით აღავსებდა.
ამ პერიოდში დაბადებულ ადამიანები ჰერმედის მიერ იდუმალი საკითხების ცოდნითა და მათში ღრმად წვდომის ნიჭით არიან დაჯილდოებული.
მას, ვისაც სურს ისარგებლოს ჰერმედის კეთილგანწყობითა და მფარველობით, კარგია, თუ მუდამ თან ექნება რკალის ფორმის ნებისმიერი ნივთი.