თორი 21.04 - 20.05
თორი ძველი ვიკინგებისა და სკანდინავიური მითოლოგიის ერთ-ერთი მთავარი ღმერთია. იგი ჭექა-ქუხილის, გრიგალისა და ნაყოფიერების ღმერთად ითვლება.
თორი იყო ოდინის შვილი და იცავდა ასგარდს (ვარსკვლავთკარიბჭე) და მიდგარდს (ადამიანის სამყარო).
თორი ბოროტების წინააღმდეგ აქტიური მებრძოლი იყო. მას დიდი ფიზიკური ძალა გააჩნდა და გამოსახავდნენ კიდეც როგორც გოლიათს, ხელში ქვის უროთი (მიოლნირი). ურო შრომის, გარჯისა და აქტიური მოღვაწეობის სიმბოლოს წარმოადგენდა.
ამიტომ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ენერგიული და შრომისმოყვარე ადამიანები არიან, ხოლო ეს თვე, მიწათმოქმედებისთვის ყველაზე აქტიურ და ნაყოფიერ პერიოდად ითვლება.