ოდინი 21.03 - 20.04
ოდინი ძველი ვიკინგების და სკანდინავიური მითოლოგიის უმაღლესი ღმერთია, იგი შემკული იყო ძლევამოსილი შამანისა და ბრძენის ნიშან-თვისებებით. მას სხვა ზედმეტსახელებიც ქონდა (ალფადირი, ჰარი, ჯაფნჰარი, ჰარბარდი და სხვა).
ლეგენდის თანახმად, იგი ცალთვალა, ლურჯმოსასხამიანი მოხუცი იყო, რომელიც რვაფეხიან ცხენზე (სლეიპნირზე) იყო ამხედრებული და გააჩნდა პირადი არტეფაქტი - შუბი გუნგნირი.
ოდინი ომის მეფე და ვალჰალების წინამძღოლი იყო. მას ორი ერთგული მსახური - ორი შავი ყვავი ყავდა: ჰუგინი (აზროვნება) და მუნინი (მახსოვრობა), რომლებიც დაფრინავდნენ და აწვდიდნენ ოდინს ცნობებს მთელი დედამიწიდან. ხოლო მის ფერხთით ორი მგელი იჯდა: ფრეკი (განადგურება) და გერი (ნაყროვანება)
ამიტომ, ოდინის თვეში დაბადებულთათვის, შავი - მაგიური ფერია. ვიკინგების ძველი გადმოცემის თანახმად, ის, ვინც ფლობდა შავი ფერის თილისმას, ან ატარებდა შავი ფერის სამოსს, ოდინის კეთილგანწყობას იმსახურებდა.