24.08 - 23.09 დემეტრა
დემეტრა ბერძნულ მითოლოგიაში ნაყოფიერების ქალღმერთია, რომელიც მიწადმოქმედების მფარველია.
დემეტრა კრონოსისა და რეას ქალიშვილი, ზევსის და და ქალღმერთ პერსეფონას დედაა.
დემეტრა ადამიანში ყოველგვარ ქალური საწყისის სიმბოლოა. ეს არის ოჯახი, სახლი, შვილები.
დემეტრას თვეში დაბადებული ადამიანები საქმიანი, კეთილსინდისიერნი, პატიოსანნი, მოვალეობის გრძნობით დაჯილდოებულნი, საოჯახო მეურნეობის სიყვარულისადმი მიდრეკილნი არიან.