მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 17507 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ანუბისი - ეგვიპტური ჰოროსკოპი

ანუბისი 8-27 მაისი, 29-30 ივნისი, 1-13 ივლისი 

ეგვიპტურ მითოლოგიაში ანუბისი სიკვდილის და მიცვალებულთა ღმერთს წარმოადგენდა. მას გამოსახავდნენ ადამიანის სახით, რომელსაც ტურის, ან გარეული ძაღლის სახე ჰქონდა.  იგი დამკრძალავი ცერემონიის დამგეგმავი იყო და  ხელმძღვანელობდა მიცვალებულების მუმიფიკაციასა და იმ ქვეყნად გაცილებას.

ანუბისი ელოდებოდა გარდაცვლილებს ბნელი სამეფოს (საიქიოს) შესასვლელთან და ახდენდა სულების გასამართლებას, შემდეგ კი მიაცილებდა ოსირისის სამყოფელში, სადაც  ორმოცდაორი ღვთაებრივი მსაჯული სულს ან “იალუს ველად” გააგზავნიდა, ან  საბოლოოდ მოაკვდინებდა მოწამეობრივი სიკვდილით.

ანუბისის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ხასიათდებიან შავი იუმორის გრძნობით, მათ შეუძლიათ  ნებისმიერ, ურთულეს სიტუაციაშიც კი იუმორის მომენტები დაინახონ. ანუბისები ადამიანი "ბუები" არიან, მათ უყვართ გვიან დაძინება და გვიან გაღვიძება. ხმაურიან თავყრილობებს განმარტოებას ამჯობინებენ ხოლმე. სამსახურში ან ნებისმიერ სხვა სიტუაციაში ისინი პრობლემას მარტონი უფრო ართმევენ თავს, ვიდრე გუნდურად.

ანუბისები სიმართლის მოყვარულები არიან, მათ სამართლის აღსრულების ნიჭი აქვთ. მათგან სიმართლის დამალვა ძნელია. ისინი ყოველთვის იცავენ სუსტებს და სჯიან დამნაშავეებს. ისინი სინათლეს -  ჩრდილს, ხოლო პოპულარობას - მარტოობას ამჯობინებენ. ძალიან ბევრი ადამიანი, ანუბისებს იდუმალ პიროვნებებად მიიჩნევს, მაგრამ მიუხედავად ამისა ალღოს, გულახდილობისა და ერთგულების გამო, მათ აფასებენ.

ანუბისები ცოტათი იდეალისტები და ძალიან ემოციურები არიან. ამიტომ, დროდადრო დეპრესიაში ვარდებიან, თუმცა შეიძლება სწორედ ეს ეხმარება მათ გარკვეული პრობლემების გადაწყვეტაში. ისინი შესანიშნავი ფსიქოლოგები არიან, ამიტომ ის რაც სხვებისთვის გამოცანაა, მათთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს.

ანუბისები შეუდრეკელები არიან და არ ცვლიან ერთხელ მიღებულ გადაწყვეტილებას, რაც  პრობლემებს უქმნით პირად ურთიერთობებში. ამიტომ, პარტნიორის შერჩევა უჭირთ და ამ საკითხს განსაკუთრებული სიფრთხილით უდგებიან.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ