ოსირისი 1-10 მარტი, 27-30 ნოემბერი, 1-18 დეკემბერი
ოსირისი ეგვიპტის ერთ-ერთი უდიდესი ღმერთია, რომელიც დაქორწინდა საკუთარ და ისიდაზე, რათა ემართა ეგვიპტე და იქ ცივილიზაცია დაენერგა. ამან ძმის, სეთის გამძვინვარება გამოიწვია, რომელიც შეეცადა მის მოკვლას, თუმცა ისიდამ ოსირისს სიცოცხლე დაუბრუნა.
ძველი ეგვიპტელები ღმერთ ოსირისს გამოსახავდნენ როგორც ადამიანს, რომლის ქუდიც ფრთებითა და ბუმბულებით იყო დამშვენებული. ოსირისი ნაყოფიერებისა და განვითარების სიმბოლოდ მიიჩნეოდა, იმქვეყნიურ მბრძანებლად და მიცვალებულების ღმერთად ითვლებოდა. ოსირისი ადამიანებს ცხოვრების შესახებ ესაუბრებოდა და მათი მიწის ქვეშ სიცოცხლის შენარჩუნების გარანტი იყო. ის განახლების სიმბოლოდაც მიიჩნეოდა, რადგან უკვდავი იყო.
ოსირისის ნიშნის ქვეშ დაბადებულები შესანიშნავი ორატორები და ორგანიზატორები არიან, ადამიანის შეცნობის დიდი ნიჭით არიან დაჯილდოებული, ზოგჯერ შესაძლებელია მათზე იფიქრონ, რომ აზრების გამოცნობა შეუძლიათ, რადგან მათგან რამის დამალვა თითქმის შეუძლებელია.
ხასიათის მიხედვით ოსირისები ცნობისმოყვარენი არიან. უყვართ ახალი, უჩვეულო და მოულოდნელი ექსპერიმენტები. ისინი საკუთარ თავში დარწმუნებულები არიან, არ ეშინიათ, რომ მარცხს განიცდიან, რადგან ყოველთვის იტოვებენ სათადარიგო სვლას, რათა შეძლონ სიტუაციის გამოსწორება.
თუმცა მათი ასეთი ენერგიულობა და ოპტიმიზმი გადაღლასაც იწვევს, რამაც შესაძლოა ზოგჯერ მსუბუქი დეპრესიაც კი გამოიწვიოს. ოსირისებს არ უყვართ, როცა რომელიმე მნიშვნელოვანი მოვლენა მათ გარეშე ხდება. ისინი წარმატებით უთავსებენ ერთმანეთს ძალასა და სიფაქიზეს, მგზნებარებასა და ალტრუიზმს.
პირად ცხოვრებაში ისინი სტაბილურები არიან, თუმცა ზოგჯერ მგზნებარე მეგობრობა უფრო შეუძლიათ, ვიდრე სიყვარული.